აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე და ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც კარანტინის ზონაში მოქცეული ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილებისთვის პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიტანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„დღესვე მთავრობის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროსა და მამკოდის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან, სასურსათო პროდუქტი და სააღდგომო ნობათი გადასცეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სასურსათო აქციის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 300-მდე ბენეფიციარი მიიღებს დახმარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი