გია ვოლსკი - უმრავლესობა მხარს დაუჭერს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მთავრობის მიერ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

„დღემდე ძალიან ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, რომ შეკავების სტრატეგია, რომელიც მთავრობამ გაატარა და ჯანდაცვის მუშაკებმა ივაჟკაცეს, ეს ყველაფერი შეიძლება, დარჩეს მეორე პლანზე და ვირუსის გავრცელების ხარისხი და არეალი იმდენად გაფართოვდეს, რომ უდიდესი პრობლემა შეუქმნას ქვეყანას როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რასაკვირველია, ამ კრიზისის მიღმა არ დარჩება პოლიტიკაც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, სწორედ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება.

„წინასწარი კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტიც უახლოეს პერიოდში მოგვმართავს და უმრავლესობაც, რასაკვირველია, მხარს დაუჭერს ამ შეზღუდვებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა