ამირან გამყრელიძე - პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, გვქონდა 30 ახალი შემთხვევა, რაც საგანგაშოა - შემთხვევები უკვე ყველა სოციალურ ფენაშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა საგანგაშოა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვირუსი უკვე ყველა სოციალურ ფენაშია გავრცელებული.

“გუშინდელი დღე იყო, როცა ჩვენ პირველი ე.წ. ნახტომი დავაფიქსირეთ, ანუ, გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა, რაც ძალიან საყურადღებო და ვიტყოდი, საგანგაშოა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში გვქონდა 5, 7, 10, ორჯერ იყო როდესაც დავაფიქსირეთ 18 შემთხვევა, ერთხელ 19 24 საათის განმავლობაში, მაგრამ უკვე 30-ეს უკვე ძალიან ბევრის მანიშნებელია და ეს 30 არის ძირითადად 12 კლასტერში. ეს არის ე.წ. ირანის, იტალიური, ეროვნული ბანკის, მარნეულის, ქობულეთის კლასტერი და ა.შ. 10 ინფიცირებული მედიცინის მუშაკი გვყავს უკვე და დღეს დაგვიდასტურდა ასევე პირველი შემთხვევა სასულიერო პირში, ანუ, შემთხვევები გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში. ვირუსმა, მოგეხსენებათ, არ იცის, ვინ ვინ არის, ვინ რომელი პროფესიის წარმომადგენელია, ვინ ვისი შვილი, ვინ ვისი მამაა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 296 შემთხვევაა დადასტურებული.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა