ამირან გამყრელიძე - ჩვენ არ უნდა შევიდეთ ისეთ სპირალში, როგორშიც წამყვანი ევროპული ქვეყნები შევიდნენ, აუცილებელია, დავიცვათ  რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინა შეიქმნება და ამაზე დღეს 30-დან 40 -მდე ძალიან ცნობილი ჯგუფი მუშაობს.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ჩვენ არ შევიდეთ ისეთ სპირალში, როგორშიც შევიდნენ ძალიან ბევრი ქვეყნები.

„ამაყი ვარ იმითაც, რომ ერთ-ერთი ჯგუფში მუშაობს ქართველი გიორგი ბაბუაძე, რომელიც ჩვენთან დაავადებათა კონტროლის ცენტრში წლების განმავლობაში მუშაობდა. ის კანადაშია, ერთ-ერთ ჯგუფშია და მუშაობენ ახალი გენერაციის ვაქცინებზე. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაზე ადრე შეიქმნება ახალი ეტიოტროპული პრეპარატები, ან მიგნებული იქნება პრეპარატი, რომელსაც ვიყენებთ და ექნება პირდაპირი მოქმედება ვირუსზე. მანამდე ჩვენ არ უნდა შევიდეთ ისეთ სპირალში, როგორშიც შევიდნენ ძალიან ბევრი ქვეყნები, მათ შორის ის წამყვანი ევროპული ქვეყნები, რომლებზეც ჩვენ სწორებას ვიღებთ იქნება ეს პოლიტიკური, დემოკრატიული, ეკონომიკური კუთხით თუ სხვა. აუცილებელია, დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც იძლევა საქართველოს სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა