ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების 10 შემთხვევა ფიქსირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 10 შემთხვევა ფიქსირდება.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების პრევენციის ერთადერთი საშუალებაა ინფექციის კონტროლის ღონისძიებების დაცვა და მათ მოუწოდებს, შემუშავებულ რეკომენდაციებს გაეცნონ.

„ინფიცირების შემთხვევები იყო კლინიკებში, სასწრაფოზე, ამბულატორიებში, ამიტომ ერთადერთი პრევენციული საშუალება ამის არის ინფექციის კონტროლის ღონისძიებების დაცვა. ინფექციის კონტროლის გაიდლაინი, რომელიც შემუშავებულია დაავადების კონტროლის ცენტრში და დამტკიცებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, არის ვებ-გვერდზე. მითითებები ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით და რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულებებში, არასამედიცინო დაწესებულებებში, ყველაფერი ეს და დაახლოებით 20-ეული მეთოდური რეკომენდაციაა შემუშავებული ჩვენთან, რომელიც ვებ-გვერდზე დევს“,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში ამ დროისთვის სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 10 შემთხვევა ფიქსირდება

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა