დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული დაცვის თანამშრომლის კონტაქტები არ არის ფართო და ის მხოლოდ ოჯახის წევრებს მოიცავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მუშაობა დაასრულეს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები კი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებზე ეპიდზედამხედველობას აგრძელებენ.

„დღეისთვის დასრულებულია მუშაობა, აღებულია 11 ნიმუში. ადგილობრივი მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს ეპიდზედამხედველობას ამ პირებთან დაკავშირებით და თუ რამე იქნება საეჭვო ან სავარაუდო, შეტყობინების საფუძველზე, ისევ მოხდება ნიმუშების აღება და ამ ნიმუშების გადაგზავნა ლუგარის ცენტრში. ჩვენი გამოკვლევებით, დაავადებულის კონტაქტები არ არის ფართო და ის მხოლოდ ოჯახის წევრებს მოიცავს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა.

კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სდსს-ს თანამშრომელს, რომელიც საპატრიარქოს გარე პერიმეტს იცავდა, ვირუსული ინფექციის სიმპტომები 12 აპრილს დაუფიქსირდა, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს. Covid 19-ის დადასტურების შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა და შესაბამისი ზომების მიღება.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე