ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა საყურადღებოა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ინფექციით დადასტურებული 1 ახალი პაციენტი დაემატა, 13 პაციენტს კი შესაძლო Covid-19-ის ინფექციაზე კვლევა ჩაუტარდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში დღეის მდგომარეობით 21 კორონავირუსის ინფექციით დადასტურებული პაციენტი მკურნალობს.

მაკა სოლოღაშვილის თქმით, ერთი ახალი პაციენტი არის ქვეყნის შიდა გადადების შემთხვევა.

"ბოქსირებულ სექტორში 42 პაციენტი რჩება, აქედან კოვიდ -19-ის დიაგნოზით არის 21. ერთი პაციენტი არის დამატებული. ის არის ქვეყნის შიდა გადადების შემთხვევა და გუშინ გამოვლინდა. ჯამში 9 პაციენტია საყურადღებო. სულ 18 წლამდე ასაკის პაციენტი გვყავს 7, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 პაციენტი ამ დროისთვის ემზადება კვლევაში ჩასართველად, თუმცა, შეიძლება ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს. 9 საყურადღებო პაციენტში მოიაზრება ორმხრივი პნევმონია. რაც შეეხება სასულიერო პირს, მისი მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, ისევე როგორც მისი ოჯახის მოზრდილი წევრების, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა სოლოღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ბოჭორიშვილის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 1 ახალი პაციენტი დაემატა

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ