ეკატერინე ტიკარაძე - ვთვლი, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის ოქროს შუალედი, როდესაც პასუხისმგებლობას თანაბრად და ძალიან სწორად ინაწილებს როგორც მთავრობა, ასევე ეკლესია და მოქალაქეები

ვთვლი, რომ ეს არის ის ოქროს შუალედი, როდესაც პასუხისმგებლობას თანაბრად და ძალიან სწორად ინაწილებს, როგორც მთავრობა, ასევე ეკლესია და ჩვენი მოქალაქეები , - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფომ მიიღო ყველა ის ზომა, რომელიც უნდა გაეტარებინა სახელმწიფოს, „მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს მეორე მხარე, რომელიც უნდა იყოს თვითშეგნებული და გააჩნდეს საკუთარი როგორც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ასევე პასუხისმგებლობა მისი ახლობლების წინაშე“.

„ჩვენ რატომღაც ამ გადაწყვეტილებებში გვავიწყდება ჩვენი მოქალაქეები და მათი, როგორც მოქალაქეების პასუხისმგებლობა. ასევე, ის თვითშეგნება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნია. გვაქვს მუდმივად მოლოდინი, რომ მთავრობამ მუდმივად უნდა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილებები. ამ შემთხვევაში, მე ვთვლი, რომ ეს არის ის ოქროს შუალედი როდესაც პასუხისმგებლობას თანაბრად და ძალიან სწორად ინაწილებს როგორც მთავრობა, ასევე ეკლესია და ჩვენი მოქალაქეები. ეს არ გახლავთ მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, პირველ რიგში არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა“ , - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქეებმა გაიაზრონ და გაითავისონ, რა სახის პრობლემის წინაშე დგანან ისინი.

ცნობისთვის, მთავრობის და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია