ზუგდიდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდას, რომელიც კლინიკაში ცხელებით შეიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მალხაზ ბასილაიამ განუცხადა.

"სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდას, რომელსაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ პასუხი ლუგარის ლაბორატორიიდან რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ.

რაც შეეხება 50 წლამდე პაციენტს, მას სამ დღეში მესამედაც ჩაუტარდება გამოჯანმრთელებაზე ტესტირება. ეს პერიოდი ის კვლავ ინფექციურ საავადმყოფოში დარჩება", - განაცხადა ბასილაიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა