264 შემოწმებული კომპანიიდან ჯანდაცვის გაიდლაინები 224-მა დააკმაყოფილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 264 შემოწმებული კომპანიიდან, ჯანდაცვის გაიდლაინები 224-მა დააკმაყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამუშაო ჯგუფმა 6 – 14 აპრილის პერიოდში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, 264 კომპანიის საქმიანობა შეამოწმა. შემოწმებული კომპანიებიდან 105 ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მათგან 79 - მა კომპანიამ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინები სრულად დააკმაყოფილა. რაც შეეხება სხვა დაშვებულ საქმიანობას, სამუშაო ჯგუფმა შეამოწმა 58 კომპანია, რომელთაგანაც 44 კომპანიაში გაიდლაინებს სრულად ასრულებენ.

„გარდა ამისა, შემოწმების შედეგად შემოწმდა 14 კომპანია, რომელიც ამჟამად საქმიანობას არ ეწევა. საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გადარჩეული კომპანიებისგან სულ შემოწმდა 101 კომპანია. მათგან 68 კომპანია აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ხოლო 33 კომპანია - ვერა.

რაც შეეხება 14 აპრილის სტატისტიკას, ორი საჯარო უწყების მიერ 40 კომპანიის 41 ობიექტი გადამოწმდა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისობასთან. აქედან: შემოწმდა 30 ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანია, საიდანაც ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობის მოთხოვნები დააკმაყოფილა 27 კომპანიამ. ასევე საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით სულ შემოწმდა 9 კომპანია, რომლებმაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით მოგვმართეს. მათგან 8 კომპანიამ გაიდლაინები დააკმაყოფილა, დანარჩენმა კი - ვერა",-აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა