სუს-ი - საოკუპაციო ძალებმა სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენები ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციისთვისაც გამოიყენეს

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ჩორჩანასთან მიმდინარე მოვლენები ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციისთვისაც გამოიყენეს, რითაც ამავდროულად ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა სცადეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით საოკუპაციო ძალები აქტიურად აშუქებდნენ დეზინფორმაციას.

„აქტიურად წარმოებული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე, დე ფაქტო რეჟიმებმა ყალბ ახალ ამბებს დაუკავშირეს საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვა. 2019 წლის დასაწყისში, ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) სეზონური გავრცელების ე.წ. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება 45 დღით შეიზღუდა. დაიხურა ე.წ. გამშვები პუნქტები და ადგილობრივი მოსახლეობა მოექცა იზოლაციაში. 2019 წლის სექტემბერში საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ შეზღუდა საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება, რაც ამჯერად ცენტრალური ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების ვითარების „გაუარესებას“ და ჩორჩანაში განვითარებულ პროცესებს დაუკავშირა. სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით საოკუპაციო ძალები აქტიურად აშუქებდნენ დეზინფორმაციას. მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საოკუპაციო ძალები ავრცელებდნენ ყალბ ახალ ამბებს, მათ შორის, თბილისის მხრიდან დამატებითი პოლიციური ძალების მობილიზების და პოლიციასა და მოსახლეობას შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა