მაია ცქიტიშვილი - 4 მილიონი პირბადე დაგვეხმარება, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ექიმები უსაფრთხოდ იყვნენ

კოვიდთან ბრძოლის ფონდში 100 მილიონი უკვე იყო გადმორიცხული ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მხრიდან, მაგრამ ამას გარდა, დღეს კიდევ მივიღეთ საჩუქარი - 4 მილიონი პირბადე, რომელიც ფონდი ქართუს მიერ იქნება შეკვეთილი და დაფინანსებული ჩვენი სამედიცინო სექტორისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს განსაკუთრებით აუცილებელია, სამედიცინო სექტორის დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შენატანს. 4 მილიონი პირბადე ეს ის რაოდენობაა, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო მარაგს რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს არის ერთჯერადი სამედიცინო პირბადე, რომელიც, პირველ რიგში, იქნება მიმართული სამედიცინო სექტორისთვის. ეს ძალიან დაგვეხმარება, რომ ჩვენი ექიმები იყვნენ უსაფრთხოდ“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში მოქალაქეებისთვის პირბადეების დეფიციტია, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით ადგილობრივმა ბიზნესმა ძალიან მალე შეძლო ახალი წარმოების დაწყება. მაია ცქიტიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოსახლეობას დახმარებას უწევს სხვადასხვა სახით.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინას, ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ბიზნესმენს, ორგანიზაციას, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს როგორც ფულადი შენატანის, ასევე ნებისმიერი სხვა დახმარების სახით, რომელსაც უხვად ვხედავთ ამ პერიოდის განმავლობაში. დაახლოებით 80 ათას ადამიანს გადაეცა სხვადასხვა სახის დახმარება, სხვადასხვა მოხალისეების, ორგანიზაციებისა და ბიზნეს სუბიექტების მიერ და ესეც არის გამოხატულება იმ ჩვენი სოლიდარობის, რომელიც ასე გვახასიათებს გაჭირვებისას განსაკუთრებით და ძალიან დასაფასებელია თითოეული ადამიანის მცირე შენატანიც კი“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, რომლის კომენტარსაც სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის