რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული - მშვიდი ვითარებაა - ტაძრებში ხალხის სიმრავლე არ შეინიშნებოდა, სასაფლაოებზეც არ გადიან

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, რეგიონში მშვიდი ვითარებაა და მოქალაქეები სასაფლაოზე გასვლისგან მაქსიმალურად იკავებენ თავს.

„აბსოლუტურად მშვიდი ვითარებაა. გუშინ ტაძრებში ხალხის სიმრავლე არ შეინიშნებოდა. სასაფლაოებზეც არ გადის ხალხი, მაქსიმალურად თავს იკავებენ, ყველა რეკომენდაციას მეტ-ნაკლებად ასრულებენ. ჯერ არ დაფიქსირებულა თავშეყრის ან სასაფლაოზე სუფრის გაშლის ფაქტი, მშვიდი ვითარებაა“, - აცხადებს არჩილ ჯაფარიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, რეგიონში არანაირი დეფიციტი არ არის, არც სურსათის და არც მედიკამენტების კუთხით, მომარაგება ჩვეულებრივ რეჟიმში ხდება.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, როგორც არჩილ ჯაფარიძე „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, ბოლო დღეებში კორონავირუსის სიმპტომები არავის გამოვლენია.

მისივე თქმით, ცაგერში თვითიზოლაცია ყველა პირს უკვე მოეხსნა, რაც შეეხება ლენტეხს, თვითიზოლაციაში 41 პირი რჩება, რომელთა თვითიზოლაციის ვადა 23 აპრილს გადის.

იხილეთ ვიდეო: რაჭა-ლეჩხუმში მშვიდი ვითარებაა - ტაძრებში ხალხის სიმრავლე არ შეინიშნებოდა, სასაფლაოებზეც არ გადიან - გუბერნატორი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს