ლევან რატიანი - სახლში დარჩენა გამოიწვევს იმ ადამიანების ინფიცირების შემცირებას, რომლებიც შესაძლოა, კლინიკაში მოხვდნენ

სახლში დარჩენა გამოიწვევს იმ ადამიანების ინფიცირების შემცირებას, რომლებიც შესაძლოა, კლინიკაში მოხვდნენ, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. რატიანმა კორონავირუსთან დაკავშირებული პიკსა და მოლოდინებზე ისაუბრა. მან მოსახლეობას მთავარი მოწოდების დაცვისკენ და სახლში დარჩენისკენ მოწოდა.

„საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-ის და ასევე ჩვენი ყველა ექიმის მოწოდებაა, რომ როცა დგება პიკი, იმისთვის, რომ არ იყოს მოწოლა და არ გამოვლინდეს კლინიკების კოლაფსი, პირველი მოწოდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისადმი არის, ეს არის დარჩეს სახლში. სახლში დარჩენა გამოიწვევს იმ ადამიანების ინფიცირების შემცირებას, რომლებიც შესაძლოა, კლინიკაში მოხვდნენ“, - განაცხადა რატიანმა და აქვე დასძინა, რომ პიკთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე პასუხს ეპიდემიოლოგები გასცემენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა