პაატა იმნაძე - გვყავს პაციენტი, რომელიც პირველ ხუთეულში შედიოდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს - ეს არის ამ ვირუსის ვერაგობა

კორონავირუსს ჯერ კიდევ ბევრი გამოუცნობი თვისება აქვს. ამის მაგალითია ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც პაციენტების პირველ ხუთეულში შედიოდა, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ პაციენტის შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა მძიმე ფორმაც კი არ ყოფილა, საშუალო სიმძიმის იყო.

„ეს დაავადება ჯერ არის ძალიან გამოუცნობი და ამიტომ ჩვენ ძალიან გვეშინია წინასწარი პროგნოზები. იგივე პოპულაციური იმუნიტეტის შექმნაზე და ა.შ. ჩვენ გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, პირველ ხუთეულში შედიოდა პაციენტების და დღემდე ის არის დადებითი. მაშინ, როცა იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქმის გაუქრა ვირუსი და გაწერაზეც იყო საქმე. ეს არის სწორედ ამ ვირუსის ვერაგობა. ადამიანი, რომელიც მორჩენილია, პრაქტიკულად ჯანმრთელია, მას მძიმე ფორმაც არ ჰქონდა სხვათაშორის, საშუალო სიმძიმის იყო მისი დაავადების მიმდინარეობა, მაგრამ დღემდე ის არის დადებითი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა