პაატა იმნაძე - საქართველში უკვე არის კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში უკვე არის ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც მკურნალობას სახლში გადის.

მისივე თქმით, პაციენტი შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს.

„ჩვენთან საქართველში უკვე არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ არ გაგვიჟღერებია ეს აქამდე. ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი პრეცედენტი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 408 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 97 პაციენტი განკურნებულია.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა