მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 ახალი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ე.წ. სვანეთის კლასტერს უკავშირდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსისგან მათ კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამასთან, ეზუგბაიას განმარტებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 3 ახალი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და სვანეთის კლასტერს უკავშირდება.

„გუშინ დილას, ამ პერიოდისთვის 408 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დღეს დილას, ჯერჯერობით, მხოლოდ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და გვაქვს 411 შემთხვევა. ამ 3 ადამიანის წყარო ცნობილია, ისინი ბოლნისის სასწრაფოს ექიმებისა და სვანეთის წყაროდან არიან. გუშინ საღამოს 97 გამოჯანმრთელებული იყო, დღეს დილას ჩვენთან დაემატა ერთი და 98 გახდა. თუ დადაასტურებულ შემთხვევებსა და გაწერილ პაციენტებს შორის მონაცემებს შევაჯერებთ, ამ ეტაპზე კოვიდის ცენტრებში 313 პაციენტი მკურნალობს.

გუშინ, ჩვენ კლინიკაში 46 დადასტურებული შეთხვევა გვქონდა, ერთი დღეს გაეწერება და 45 დაგვრჩება. 2 მძიმე, კრიტიკულთან მიახლოებული ავადმყოფი, რომელთა შესახებაც მუდმივად ვლაპარაკობდით, დღეს შეიძლება განვიხილო, როგორც მძიმე პაციენტები, 14 მძიმე პაციენტს ეს ორიც დაემატება და გვეყოლება 16 მძიმე ავადმყოფი. გუშინ შემოსული ორი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთთან პნევმონია დასტურდება და ესეც მე-17 მძიმე ავადმყოფი იქნება. დანარჩენი პაციენტები საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობით არიან. მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ 24 საათის განმავლობაში მათთან ცვლილებები არ ყოფილა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: 3 ახალი შემთხვევა ბოლნისის სასწრაფო დახმარების ექიმებისა და ე.წ. სვანეთის კლასტერს უკავშირდება - მარინა ეზუგბაია

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა