ამირან გამყრელიძე - დღეს ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა, 24 საათში 695 კვლევა ჩატარდა - ხვალიდან ემატება 5 ლაბორატორია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან დამატებით ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი PCR ტექნოლოგიით კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირება. როგორც გამყრელიძემ „ფეისბუქ ლაივისას“ განაცხადა, აღნიშნული 5 ლაბორატორიიდან სამი თბილისში იქნება, ხოლო დანარჩენი ორი - ქუთაისსა და ბათუმში.

“მინდა გაუწყოთ, რომ PCR ტესტირება ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება. დღეს ჩვენ ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა. 24 საათში, 5 ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა, მათგან 92% დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამ ლაბორატორიაზე მოდის: ლუგარის ლაბორატორია, ბათუმისა და ქუთაისის. ხვალიდან უკვე ემატება ხუთი ლაბორატორია, აქედან სამი თბილისში და ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში. ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება PCR ტექნოლოგიით მოსახლეობის ტესტირება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს