ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კორონავირუსმა ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, რეპრესიული ზომების გატარების საბაბი მისცეს

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ კორონავირუსმა ზოგიერთ ქვეყანას, შესაძლოა, რეპრესიული ზომების გატარების საბაბი მისცეს. „ჩვენ ვხედავთ არაპროპორციულ ზეგავლენას გარკვეულ საზოგადოებებზე, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების მატებას და უსაფრთხოების კუთხით გადადგმული მძიმე საპასუხო ნაბიჯების რისკებს, რომლებიც ჯანდაცვის კუთხით გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებს ძირს უთხრის,“- ნათქვამია გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით დაუცველი არიან მიგრანტები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები. 131-ზე მეტმა ქვეყანამ საკუთარი საზღვრები დახურა და თავშესაფრის მაძიებლების მიღებისთვის გამონაკლისს მხოლოდ 30 მათგანი უშვებს.

”ზოგიერთ ქვეყანაში ეთნო-ნაციონალიზმის, პოპულიზმის, ავტორიტარიზმისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების ზრდის ფონზე, კრიზისი, შესაძლოა, გახდეს საბაბი, ისეთი რეპრესიული ზომების გასატარებლად, რაც პანდემიასთან დაკავშირებული არ არის, ეს მიუღებელია,“- აღნიშნულია მოხსენებაში.

დოკუმენტის თანახმად, პანდემია სირთულეებს იწვევს და თუკი ამ სირთულეების შემსუბუქება არ მოხდება, ამან, შესაძლოა, დაძაბულობის შექმნა და სამოქალაქო არეულობის პროვოცირება გამოიწვიოს.

ანტონიო გუტერეში ქვეყნების მთავრობებს გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სივრცე და პრესის თავისუფლება "კრიტიკულად მნიშვნელოვანია". მისი თქმით, საუკეთესო პასუხი არის ის, რაც საფრთხეებს პროპორციულად პასუხობს და ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას არ არღვევს. „მუდამ გვახსოვდეს : საფრთხეს ქმნის ვირუსი და არა ადამიანები,“- აცხადებს გუტერეში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა