ირაკლი აბესაძე - საფრთხეს ქმნის ის უგუნური და ქაოტური შეზღუდვები, რომელიც ხელისუფლებას შემოაქვს

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების საფრთხეს ზრდის არა კარანტინში მყოფი პირების მხრიდან დაწესებული შეზღუდვების დარღვევა, არამედ - ხელისუფლების მოქმედება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული კანონის აღსრულებისას. მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის ასევე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა.

„როდესაც ვსაუბრობთ ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად ჯარიმების შემოღებაზე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ საფრთხეს რეალურად ქმნის არა კარანტინში მოქცეული ადამიანების მხრიდან ამ რეჟიმის დარღვევა, არამედ თავად ხელისუფლების უპასუხისმგებლო და არათანმიმდევრული მოქმედება უკვე მიღებული კანონის აღსრულებისას. მაგალითად, ხელისუფლება 3000 ლარით აჯარიმებს ერთ მანქანაში მყოფ მეუღლეებს, რიგში მყოფ მამა-შვილს, მაგრამ ამავდროულად, ათასობით ადამიანს აძლევს რელიგიური შეკრების შესაძლებლობას, რაც მართლაც ზრდის ვირუსის ფართოდ გავრცელების რეალურ საფრთხეს. ამავე საფრთხეს ქმნის ის უგუნური და ქაოტური შეზღუდვები, რომელიც ხელისუფლებას შემოაქვს. მაგალითად, მანქანებით გადაადგილების აკრძალვა, როდესაც ადამიანებს იძულებულს ხდიან მეტი დრო გაატარონ ფეხით ქუჩაში, მეტ ადამიანთან ჰქონდეთ შეხება, მეტი დრო გაატარონ უბნის მაღაზიების რიგში იმიტომ, რომ მათი დიდი ნაწილი დაიკეტა ან შეფერხებით მუშაობს სწორედ მანქანების აკრძალვის გამო. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ადამიანის შესაძლებლობებს, მიიღონ ელემენტარული შემოსავალი იმ პირობებში, როდესაც მათ სახელმწიფო საერთოდ არ ეხმარება“, - განაცხადა აბესაძემ.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი