თენგიზ ცერცვაძე - "პლაქვენილის" გამოყენებისას პროტოკოლი ჯერჯერობით არ შეიცვლება, მედიკამენტი ენიშნება საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე ავადმყოფებს

კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებები არ იგეგმება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ დაიდება სარწმუნო კვლევის შედეგები, რომელიც პლაქვენილზე უკეთ მკურნალობს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს, პროტოკოლში ცვლილებებს დაუყოვნებლივ შეიტანენ.

„პლაქვენილის გამოყენებისას პროტოკოლი ჯერჯერობით არ შეიცვლება, დარჩება ისე, როგორც წერია პროტოკოლში, რომ პლაქვენილი ენიშნება საშუალო, მძიმე და ძალიან მძიმე ავადმყოფებს. ეს პრაქტიკა და გადაწყვეტილება მოდის სრულ შესაბამისობაში ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის რეკომენდაციებთან. ეს რეკომენდაციები გაცემული აქვს 28 მარტს და არ შეუცვლიათ. ასევე ეს რეკომენდაცია მოდის სრულ შესაბამისობაში მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტების და ქვეყნების მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის და სხვების მიერ მიღებულ პრაქტიკასთან. რაც ყველაზე მთავარია ამ პრაქტიკამ მაქსიმალურად გაამართლა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში 428 პაციენტი და სულ 5 გარდაცვლილი გვყავს. ეს არის ყველაზე დაბალი ან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ციფრი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპის 53 ქვეყანას შორის საქართველოს უკავია 49-ე ადგილი ავადმყოფების და გარდაცვლილთა რაოდენობით. ამავე დროს არ ყოფილა არცერთი გართულება პლაქვენილისგან. პლაქვენილის გარდა ვიყენებთ ძალიან ბევრ სხვა მედიკამენტს. თითოეულ პაციენტთან ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას და ძალიან საინტერესო ინოვაციური მიდგომები გვაქვს. ამიტომ მარტო პლაქვენილს ამ წარმატებას ვერ მივაწერთ. მაგრამ პლაქვენილის დამსახურებაც არის ასეთი კარგი შედეგი, ამიტომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს ამ ეტაპზე ამ პუნქტში ცვლილების შეტანის.

მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს კვლევები სხვა მედიკამენტებზე, მათ შორის პლაქვენილზეც და თუ დაიდება სარწმუნო, დამაჯერებელი უფრო უკეთესი რეზულტატები და შედეგები სხვა მედიკამენტის, რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინვე, დაუყოვნებლივ შევიტანთ ცვლილებებს. ამ ეტაპზე კი ცვლილებები არ იგეგმება, რადგან უკეთესი ალტერნატივა არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა