სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, 7 საეჭვო შემთხვევიდან ახალი კორონავირუსი არცერთ პირს არ დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღეა, დაიწყო სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება, ვინაიდან, ისინი მაღალ რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ეს სისტემური გადამოწმებაა.

არსებული ინფორმაციით, ტესტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 600-ზე მეტ თანამშრომელს აუღეს.ნაწილის ტესტის პასუხი ცნობილი იყო და არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დადასტურებია. დარჩენილი იყო 7 საეჭვო შემთხვევა, რაზეც ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხები მიიღეს.

იხილეთ ვიდეო: სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა