პრემიერის შეფასებით, დახმარების პორტფელი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგად შეიქმნა და „არა ფუჭი და პოპულისტური დაპირებებით“

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი ანტიკრიზისულ ეკონომიკური გეგმა შეაჯამა და აღნიშნა, დახმარების პორტფელი პასუხისმგებლიანი მიდგომის შედეგად შეიქმნა და არა ფუჭი და პოპულისტური დაპირებებით.

“ეპიდემიის დაწყების პირველივე დღიდან გავაკეთეთ ის, რომ თითოეულ მოქალაქეს დავეხმარეთ მინიმალური, აუცილებელი, ფინანსური დახმარებით და ეს იყო კომუნალური გადასახადების სრულად დაფარვა. კომპანიებს დავეხმარეთ იქ, სადაც მათთვის საჭირო იყო, რომ ელემენტარული ჟანგბადი ჰქონოდათ - სესხების გადავადების თვალსაზრისით. ასევე ჩვენ ფიზიკურ პირებს მივეხმარეთ სამთვიანი სესხის გადავადების კომპონენტში. ეს იყო ის დახმარება, რომელიც მოქალაქეს აძლევდა საშუალებას ამ შოკური დარტყმის შემდეგ უბრალოდ გარკვეული დრო ჰქონოდა გარკვეულიყო რა ხდებოდა, თუ როგორ შეიცვალა მისი ყოველდღიური მდგომარეობა. ეს ეხება სახელმწიფოსაც, სახელმწიფოც ზუსტად ასეთ მდგომარეობაში გახლდათ. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შეგვეძლო მეტ-ნაკლებად შეგვეფასებინა პრობლემის სირთულე და მისი მასშტაბი. ჩვენ აქტიური მუშაობა დავიწყეთ ჩვენ პარტნიორებთან და დონორებთან, რის შედეგადაც ჩვენ შევძელით 3 მილიარდი ფინანსურის რესურსის მოზიდვა. ამან მოგვცა საშუალება პასუხისმგებლიანად მივსდგომოდით იმ სოციალური დახმარების, მიზნობრივი დახმარების პორტფელს, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ, არა პოპულისტურად, არა ფუჭი დაპირებების სახით, არამედ აბსოლუტურად პასუხისმგებლიანად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თითოეული ლარი უნდა დაიხარჯოს უკიდურესად ხელმომჭირნედ, რადგან ქვეყნის ეკონომიკა არის სუსტი და ზუსტი პროგნოზი როდის გადაილახება პანდემიით გამოწვეული კრიზისი უცნობია.

მან კიდევ ერთელ ისაუბრა იმ დახმარებაზე რომელსაც სახელმწიფო საზოგადოებას კრიზისის მეორე ეტაპზე გაუწევს. „ ყველა ადამიანს, რომელმაც დაკარგა სამსახური ჩვენ ვეხმარებით 1200 ლარის ოდენობით; ყველა ადამიანს, რომლის სოციალური ქულა არის 65 ათასიდან 100 ათას ქულმდე ვეხმარებით 600 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში; მრავალშვილიან ოჯახებს ასევე ვეხმარებით 600 ლარის ოდენობით; შშმ პირებს ასევე ვეხმარებით 600 ლარით ოდნებოთ; ადამიანები, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებულები და მარტივად, ძალიან მარტივად ელემენტარულად შეძლებენ დასაბუთონ, რომ მათ დაკარგეს შემოსავალი, რომელსაც სახელმწიფო გაითავალისწინებს, ჩვენ ვეხმარებით ერთჯერადი 300 ლარის ოდენობით. ჩვენ დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას და საკანონმდებლო დონეზე მივიღებთ ცვლილებას, რომ პენსია იქნება ყოველწლიურად გაზრდილი, როგორც ინფლაციის, ისე ეკონომიკური ზრდის 80 %-ის ნამატის თვალსაზრისით. ყველა ეს ნაბიჯი არის მიმართული ადამიანზე, მოქალაქეზე ზრუნვისთვის, ხოლო რაც შეეხება მეწარმეს, სამუშაო ადგილებზე ზრუნვას - აქ რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელიც ეფექტური იქნება დღეს და აქ, კრიზისში იმისთვის რომ გადარჩნენ კომპანიები და გადაარჩინონ სამუშაო ადგილები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა