გიგა ბოკერია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე - გახარიასგან მოვისმინეთ დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებით და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე პრეზენტაცია

გახარიასგან მოვისმინეთ დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტიქტებით და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე, ბუნდოვანი პრეზენტაცია“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის მიერ წარგდენილ ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას.

ბოკერია აცხადებს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმით გადასახადების დაწევა და მოქალაქეებისთვის წნეხის შემცირება რეალურად არ ხდება.

„პირდაპირი დახმარება არის გაუგებარი, არასწორი კრიტერიუმებით, არასაკმარისი და მცირე, არ ხდება დერეგულირება. ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, რომ არჩევანი გააკეთონ ვის რა მისცენ, თითქოს მათ უკეთ იციან ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ, რაც კორუფციის რისკიცაა და ყველა ვარიანტში, მავნებლობაა. ხალხს საპენსიო შენატანზე, ფულზე, რომელიც ეკუთვნის მათ, ისევ უარს ეუბნებიან და ამ გადასახადს არც კი აჩერებენ. სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი დაგვიანებით, ასეთი მავნებლური და ასეთი არაადეკვატური გეგმა იქნა წარმოდგენილი. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ წნეხი ყველა მიმართულებით, რომ სადღაც მაინც გადავადგმევინოთ სწორი ნაბიჯები, მაგალითად საპენსიო ფულის დაბრუნებაზე და ეს კამპანია გაგრძელდება“, - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეხება რეგულაციების შემსუბუქებას, ბოკერიას თქმით, ამ ნაწილშიც არამკაფიო კრიტერიუმები და ნელი ტემპია.

„უფრო ჩქარა უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და უფრო მკაფიო კრიტერიუმებით. უნდა გამოირიცხოს აბსურული შეზღუდვები, რომ ცოლის გვერდით ჯდომისთვის 3 000 ლარით დააჯარიმეს ადამიანი და რომ ოჯახის წევრები ბავშვებს ვერ ისვამენ მანქანაში უკან. უნდა გამოირიცხოს „სუფთა სახლის“ მსგავსი ვითარებები. ამაზეც მკაფიო და კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. ამ ტემპით ჩვენ კონკურენციაში ვერ მოვიგებთ და ზიანი ძალიან დიდი იქნება “, - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა