ივანე მაჭავარიანი - რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, არ არის მაღალი თანხა - მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც აშშ

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ უმუშევრად დარჩნელებისთვის 200 ლარიანი დახმარება არ არის მაღალი თანხა. არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა. როგორც ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საბაზისო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საჭირო თანხა.

"თუ ოპოზიციას ჰგონია, რომ იმდენად კარგია შეთავაზება, რომ საარჩევნოდ გამოდგება, ეს ერთია, ე.ი. საკმაოდ ნორმალური პაკეტი გვქონია და თუ არ გვყოფნის, ე.ი. საარჩევნოდ დამაზიანებელი ყოფილა და არჩევნებთან არ ჰქონია კავშირი, ეს მეორე. წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. ახლა კი 200 ლარიანი დახმარება უმუშევრად დარჩენილ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში, არის თუ არა ბევრი ან ცოტა? რასაკვირველია, ვიცით, რომ თვეში 200 ლარი, ეს არ არის მაღალი თანხა და არც ერთ კომპენსაციას, არც ერთ ქვეყანაში არ აქვს ის მიზანი, რომ სრულად აანაზღაუროს ის შემოსავალი, რაც დაიკარგა, ვთქვათ, 1500- ლარიანი, 2000-ლარიანი იყო ხელფასი და დაიკარგა, სრულად ანაზღაურდეს. მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რამაც შეიძლება ადამიანს, ზუსტად იმიტომ რომ სახლში ჯდომა მოუწია, საბაზისო მოთხოვნები დაუკმაყოფილოს. ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1200 დოლარი დაურიგოს მოქალაქეების ნაწილს, ერთჯერადად. ჩვენთან შედარებით მსყიდველობითი უნარი რომ ავიღოთ, ფაქტობრივად იგივეს ვიძლევით, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები. ამ კუთხით ჩვენ საკამოდ სოლიდური პაკეტი გვაქვს, იმის ფონზე რა ტიპის ეკონომიკაც გვაქვს,"- განაცხადა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა