მიხეილ სააკაშვილი - ვინარჩუნებ პრეზიდენტ ზელენსკის, „სლუგა ნაროდას“ დეპუტატების უმრავლესობის, ასევე სხვა ფრაქციების მხარდაჭერის იმედს - მოვემზადებით ხუთშაბათის კენჭისყრისთვის

უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კენჭს 30 აპრილს უყრის. ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი „ფეისბუკის“ პირად გვერდზე წერს.

„რა თქმა უნდა, იყო იმედი, რომ დღეს შედგებოდა კენჭისყრა ჩემ კანდიდატურასთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, მაგრამ კვლავაც ვინარჩუნებ პრეზიდენტ ზელენსკის, „სლუგა ნაროდას“ დეპუტატების უმრავლესობის, ასევე სხვა ფრაქციების მხარდაჭერის იმედს. ამიტომ, მოვემზადებით ხუთშაბათის კენჭისყრითვის“, - წერს სააკაშვილი.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, კვლავაც მზად არის დახმარებისა და კონსულტაციისთვის ძველი გაკოტრებული სისტემის რეფორმირების საკითხებში, რომელიც უკრაინაში მეფობს.

„რადგან მოსალოდნელია, ალბათ, ყველაზე სერიოზული ეკონომიკურ-საზოგადოებრივი გამოცდა, რაც გამოუვლია უკრაინას დამოუკიდებლობის შემდეგ. დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი დაკავშირებულია დღევანდელ მოვლენებთან და ადასტურებს, რომ არსებობს ფართო გაგება, რომ აუცილებელია სერიოზული და სწრაფი ცვლილებები და ეს იძლევა ჩვენი საერთო გამარჯვების იმედს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს