რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიშა ჩაუძირავია

„ქართული ოცნება“ ხედავს, რომ მიშა ჩაუძირავია, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი არც საქართველოს სასიკეთოდ გამოიყენა და ამავდროულად, ხელს უშლის, რომ უკრაინას გამოადგეს.

„ვერ ისწავლა ამ ხალხმა ჭკუა. აი, ასეთი ჟრიამული ატეხეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ინიშნებოდა, მაგრამ მერე რა, რას მიაღწიეს?! რაღაც წერილები დაჯღაბნეს და ამით მორჩა. როგორც იტყვიან, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ხოდა ამ ძაღლის ხსენებაზე, ძაღლივით იქცევიან, რომელიც თივაზე ზის, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს. იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისათვის გამოეყენებინათ, ახლა ხელს უშლიან, რომ უკრაინის სახელმწიფოს გამოადგეს. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ისინი ხედავენ, რომ მიშა არის ჩაუძირავი,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ უკრაინის ,,ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის