თენგიზ ცერცვაძე - შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებების, შეზღუდვებისა და კარანტინის შემსუბუქება - მოგვიწევს ვისწავლოთ კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება ამ ვირუსთან

შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებების, შეზღუდვებისა და კარანტინის შემსუბუქება. ეს გარდაუვალია, რადგან ქვეყანა დიდხანს ვერ იარსებებს ამ პირობებში იმიტომ, რომ ელემენტარულად ადამიანებს უჭირთ უკვე,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, როდესაც შეზღუდვები მოიხსნება, ინფიცირების შემთხვევების რისკიც გაიზრდება.

„რაც მთავარია, ქვეყანა უნდა გამოვიდეს ეკონომიკური რეცესიიდან და ეს უბრალოდ აუცილებელია. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ინფიცირების შემთხვევების რისკი იზრდება. ამ პირობებშიი მასობრივი ტესტირება, რა თქმა უნდა იქნება, სასარგებლო. ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ კოჰაბიტაცია და თანაცხოვრება ამ ვირუსთან. ამაში იცით რა იგულისხმება? უნდა შევეგუოთ იმას, რომ კოვიდით ცალკეული და შესაძლოა ათეული შემთხვევებიც, იქნება ჩვენს ქვეყანაში და ამან არ უნდა გამოიწვიოს დაძაბვა და იმის საფრთხე, რომ ათასეული და ათიათასეული ავადმყოფი იქნება, როგორც ეს მოხდა ევროპის ქვეყნებში. რომ წარმოვიდგინოთ ტუბერკულოზი, ხომ არსებობს? დღემდე საქართველოში ყოველწლიურად ფიქსირდება ტუბერკულიოზის რამდენიმე ასეული შემთხვევა, მაგრამ ეს ვინმეს ჩვენს სამეზობლოში, სამეგობროში რომ დაემართება, არ ხდება განსაკუთრებული განგაშის საგანი. მომავალში, როდესაც ჩვენ შევაჩერებთ პანდემიას და თუ მოახერხებს საქართველო, რომ ეპიდემია წავიდეს დაღმავალი გზით, ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება მოვიქცეთ ამ ინფექციის მიმართ დაახლოებით ისე, როგორც ვიქცევით ტუბერკულიოზის მიმართ ან თუნდაც გრიპის მიმართ, გრიპის სეზონში. ამისთვის აუცილებელია, რომ ეპიდემია იყოს შეჩერებული“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა