ლევან დავითაშვილი - ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერების დახმარებისთვის სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანი დამატებითი კომპონეტები გაჩნდა

ჩვენ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებს ვაგრძელებდით მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში; ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კი, დახმარებისთვის დამატებითი კომპონეტები გაჩნდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში, აღსანიშნავია სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლება, რაც 1 ჰექტარზე 70 ლარს გულისხმობს და არის ყველა იმ ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციით და დრენაჟის მომსახურებით.

„ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ფერემერებისთვის უკავშირდება ერთწლიანი კულტურების მოყვანას - ეს არის ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. აქ საბრუნავ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა მივეცით ფერმერებს.

აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანადაფინანსებას საბანკო პროცენტის 5-დან 100 000 ლარამდე სესხებზე. ფაქტობრივად, ეს არის ფერმერებისთვის უფასო ფული ერთწლიანი პროდუქტების მოყვანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ სახელმწიფო, უზრუნველყოფის ნაწილში, 50 %-ით თავდებად უდგება ფერმერებს იმისათვის, რომ მარტივი იყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მათ ადვილად შეძლონ კრედიტების აღება.

მნიშვნელოვანია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, არსებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შევცვალეთ, კონკრეტულ შემთხვევებში მიზნობრიობა გაიზარდა იმისათვის, რომ უფრო მეტი საქმიანობა დაიფაროს საკრედიტო რესურსით და ფერმერებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ფინანსები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნულ კომენტარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა