პაატა იმნაძე - სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სამწუხარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით

დიდი იმედი გვაქვს, რომ მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ხვალ იხსნება რეგულაციების ნაწილი , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ყველა იმ ღონისძიების ჩატარების შედეგად, რაც ქვეყანაში განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში, მაქსიმალურად შევძელით, რომ გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ნახტომისებური და ნელ-ნელა მომატებოდა შემთხვევათა რიცხვი. ჯერჯერობით შეიძლება, ითქვას, რომ ჩვენ ეს შევძელით. დიდი იმედი გვაქვს, რომ მატება ასეთივე ტემპით გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ იხსნება რეგულაციების ნაწილი“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რეგიონში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები არსებობს და მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევები, თუ რა პირობებში მოხდა მათი დაინფიცირება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ.

„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, დღევანდელი შემთხვევების მატება აჩვენებს იმას, რომ ჩვენი ქალაქების მოსახლეობამ მაქსიმალურად შეასრულა ჩვენი რეკომენდაციები, მაგრამ, სახლში დარჩენა არ ნიშნავს მეგობრებთან გადასვლას საქეიფოდ, სამწახარო შედეგებს ჩვენ დღეს ვიმკით. ძირითადად ეს ხდება ბოლნისის რაიონში. სამწუხაროდ, თეთრიწყაროში არის შემთხვევები ჩვენი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების და მიმდინარეობს გაღრმავებული კვლევები თუ რა პირობებში მოხდა მათი დაინფიცირირება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე