პაატა იმნაძის განცხადებით, პაციენტებს, რომელთაც ტემპერატურა და პნევმონია აღენიშნებათ, ტესტირება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უტარდებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, პაციენტებს, რომლებსაც პნევმონია და ტემპერატურის მატება აღენიშნებათ, ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა კლინიკაში უტარდებათ.

„მინდა გითხრათ, რომ ყველა პაციენტის ტესტირება, რომელიც არის სიცხიანი და რომელიც არის პნევმონიით ხორციელდება არა მარტო „ცხელების ცენტრებში“ და არა მარტო კოვიდკლინიკებში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში“,- განაცხადა პაატა იმანძემ.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 139 გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 6 ადამიანი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა