პაატა იმნაძე - მარტო ტესტების იმედზე რომ ვიყოთ  და  ბევრი პაციენტი გვეპარებოდეს, საქართველოს საავადმყოფოები სავსე იქნება პაციენტებით - არც ერთი მაჩვენებლით ქვეყანაში ფართო გავრცელება არ გვაქვს

ჩვენ რომ ახლა მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

იმნაძის თქმით, დღეს ქვეყანაში არც ერთი მაჩვენებლით, კორონავირუსის ფართო გავრცელება არ გვაქს, რის გამოსაკვლევადაც ტესტირებების გარდა, სხვა საკვლევი ინდიკატორებიც მოქმედებს.

„ჩვენ რომ ახლა მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ ამ ქვეყანაში და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით. საქართველოს საავადმყოფოები ვერ დაიტევენ პნევმონიის მქონე ავადმყოფებს. ზოგიერთმა არ იცის ეს, მაგრამ ვინც ერკვევა იმან მაინც ხომ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ რამდენიმე თვე გვქონდა ქვეყანაში ე.წ. სენტინელური ზედამხედველობის მეთოდი, რომელიც მუდმივად ტარდება ქვეყანაში გრიპის მაგვარი დაავადებებისათვის და რომელიც ზამთრიდან მოყოლებული, 22 სხვადასხვა ვირუსზე იტესტება, პლიუს კორონავირუსები. არც ერთ ამ ადგილში კორონავირუსი არ გამოჩენილა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ემატება სხვა ინდიკატორები, რაც შეეხება პნევმონიებს, რაც შეეხება მძიმე, მწვავე რესპირაციულ სინდრომებს ქვეყანაში, ანუ არც ერთი მაჩვენებლით ქვეყანაში დღეს, ჩვენ ფართო გავრცელება არ გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: "დიდი ბოდიში მათთან, ვისაც იმედები გავუცრუეთ და არ არის ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემია" - პაატა იმნაძე

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე