პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს, კლინიკურად ჯანმრთელია და მეორე ტესტის შედეგს ელოდებიან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი სახლში მკურნალობს, რომლის ტესტირებამაც უარყოფითი პასუხი აჩვენა და კლინიკურად აბსოლუტურად ჯანმრთელია.

„ამ პაციენტს ჩაუტარდა ერთი ტესტირება და იყო უარყოფითი. ველოდებით მეორე ტესტის პასუხს, რომ გახდეს უარყოფითი და შესაძლებელი იყოს მისი გამოჯანმრთელებულად ჩათვლა. კლინიკურად ის აბსოლიტურად ჯანმრთელია“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში არსებობენ პაციენტები, რომელთა დაინფიცირების წყაროც უცნობია და შესაძლოა, მომავალში მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

„რაც ჩვენ ვთქვით კარგი ხნის წინად, რომ ქვეყანაში დაიწყო შიდა გადაცემა ნიშნავს იმას, რომ იქნებიან პაციენტები, რომელთა ინფიცირების წყარო ჩვენ არ ვიცით. ასეთი პაციენტები არიან, ასეთი პაციენტები იქნებიან და ცოტა ხანში შეიძლება, კიდევ უფრო მეტიც იყვნენ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა