პაატა იმნაძე - თუ კლინიკები ვეღარ დაიტევენ პაციენტებს, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში სამკურნალოდ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაიტვენ.

იმნაძის თქმით, ერთი პაციენტის სახლში მკურნალობა მისი ოჯახური, პირადი მოტივებით მოხდა.

„საბედნიეროდ, როგორც ვხედავთ ჯერჯერობით ასეთი სიტუაცია ქვეყანაში არ გვაქვს. ასე რომ, თუ ჩვენი კლინიკები ვეღარ დაიტევენ პაციენტებს, ისევე როგორც ეს ხდება მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფრო მეტი ადამიანი დარჩება სახლში სამკურნალოდ. ამ შემთხვევაში როცა პაციენტი სახლში დარჩა სამკურნალოდ, აქ იყო ოჯახური პირადი მოტივები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა