პაატა იმნაძე - გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც 10 დღის წინ რეკომენდაციები არ იყო დაცული, მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასა და დღესასწაულების აღნიშვნას სუფრებზე - ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს

დღესასწაულებიდან ერთი კვირის თავზე შემთხვევების მატებას პაატა იმნაძე რეკომენდაციების შეუსრულებლობას უკავშირებს.

როგორც იმნაძემ განაცხადა, ახლა „ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“. მისი თქმით, შემთხვევების მატება სწორედ იქ ფიქსირდება, სადაც რეკომენდაციები არ შესრულდა.

„სამწუხაროდ, ის, რომ გვაქვს აი ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, არ იყო ერთი კვირის, 10 დღის წინ დაცული ის რეკომენდაციები, რომელიც გვქონდა გაცემული, ჩემი ინფორმაციით, მათ შორის ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და დღესასწაულების აღნიშნვნას სუფრებზე, ვიმკით იმ შედეგს, რაც გვაქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლას, დღესასწაულების აღნიშვნას, ვიმკით ამ შედეგს" - პაატა იმნაძე

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა