პაატა იმნაძე - იმედია, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, თეთრიწყაროშიც მოხერხდა ვირუსის დროული შეკავება

თეთრიწყაროში დღესაც მუშაობს ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, თეთრიწყაროშიც მოხერხდა ვირუსის დროული შეკავება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თეთრიწყაროში დაახლოებით 20 ინფიცირებულია, მათ შორის არიან მედიკოსებიც.

„გუშინ თეთრიწყაროში მთელი დღის განმავლობაში იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა. გუშინდელი მუშაობის შედეგია, რომ გამოვლინდა იქ ინფიცირებულები, სამწუხაროდ, ინფიცირებულებს შორის ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგაა. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევა არის თეთრიწყაროში. იქ დღესაც მუშაობს ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა ვირუსის დროული შეკავება, ასევე მოხდება თეთრიწყაროშიც“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა