პაატა იმნაძე - კი, ახლა წესით პიკში ვართ და ძალიან დიდი ბოდიში, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ, რომ არ არის ათასობით შემთხვევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ამჟამად საქართველოში პიკია.

მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ არ მოიმატოს.

„მგონი, საკმაო ხანია ვამბობდით, რომ აპრილის ბოლო კვირა და მაისის დასაწყისი ყველა გათვლებით ქვეყანაში ავადობის პიკი უნდა ყოფილიყო. ძალიან დიდი ბოდიში, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და ათეულობით შემთხვევაა. კი, ახლა წესით პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი, რაც შეიძლება მეტხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს პატარა გორაკი “, - განაცხადა იმნაძემ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-6 პაციენტი გარდაიცვალა. როგორც თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაცვლილი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 485-ს შეადგენს, მათგან 139 გამოჯანმრთელდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა