იტალიის პრემიერმა შეზღუდვების მოხსნის გეგმა წარადგინა

იტალია, ევროპის ყველაზე გრძელვადიანი კარანტინის მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა. შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ინდუსტრიული სექტორი გაიხსნება, მომდევნო ორ კვირაში საცალო ვაჭრობის ობიექტები და მუზეუმები. ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონების გახსნა პირველი ივნისისთვისაა დაგეგმილი. რაც შეეხება სკოლებს, კონტეს თქმით,სწავლა სექტემბერში დაიწება.

„ჩვენ ყველას გვინდა ქვეყნის გადატვირთვა. მაგრამ, ერთადერთი გზა, რომ ამ ვირუსთან ერთად ვიცხოვროთ არის ის, რომ ავად არ უნდა გავხდეთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ. გთხოვთ, თუ გიყვართ იტალია, დაიცავით დისტანცია ერთმანეთისგან“,-აღნიშნა კონტემ.

მისივე თქმით, ადამიანები ნათესავების მონახულებას მაისიდან შეძლებენ, თუმცა „დიდი შეკრებები არ იქნება“.

ცნობისთვის, იტალია კორონავირუსის პანდემიამ ერთ-ერთი პირველი დააზარალა. ევროპის კონტინენტზე, ვირუსს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 26 644 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 197 675 პირი დაინფიცირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა