ნათია თურნავა - მადლობა „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს პანდემიის დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

„COVID-19 ვირუსის პანდემიით გამოწვეული მოვლენებიდან გამომდინარე, „საქართველოს ფოსტამ“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უმოკლეს დროში მოახერხა უსაფრთხოების მაღალი ზომების მიღება. დღეს ფოსტის თანამშრომელთა დიდ ნაწილს საველე სამუშაოს შესრულება უწევს, რაც მათი საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე აუცილებელია და დისტანციურად ვერ განხორციელდება. კომპანია გზავნილთა ბინაზე ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნებისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს ასეთ მნიშვნელოვან დროს ქვეყნისა და თანამოქალაქეების გვერდში დგომისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მინისტრის თქმით, „საქართველოს ფოსტა“ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს, რომლებიც ყველაზე მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან (80.000 პირი), მედიკამენტებსა და პირბადეებს ბინაზე აწვდის. ამასთანავე, ფოსტის კურიერები პირბადებით უზრუნველყოფენ 70 წელს გადაცილებულ მარტო მცხოვრებ პენსიონერებს (41.000 პირი) და შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს და მოზარდებს გლუკომეტრის ტესტ-ჩხირებით და პირბადეებით (1.200-მდე). „საქართველოს ფოსტამ“ ასევე წარმატებით უზრუნველყო მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანიის სერვისცენტრებში, საფოსტო გაცვლის და დახარისხების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, თანამშრომლები აღჭურვა დამცავი საშუალებებით: სადეზინფექციო ხსნარებით, ხელთათმანებით, ნიღბებით და დამცავი ფარებით.

„დღეისათვის „საქართველოს ფოსტის“ 1.500-მდე თანამშრომელი გაორმაგებული ძალებით აგრძელებს მუშაობას რათა უზრუნველყონ სერვისების მიწოდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთათვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა