ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს, რომელი შეზღუდვები შემსუბუქდა დღეიდან

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომელი შეზღუდვები შემსუბუქდა დღეიდან.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა ეს სერვისი თუ ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლისა და ასევე, შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით.

„დღეიდან ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ასევე შესაძლებელია ტაქსებით ოპერირება. ასევე, შესაძლებელია ონლაინ ვაჭრობა როგორც საბითუმო, ასევე საცალო და ამოქმედდება აგრარული ბაზრები. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა ეს სერვისი თუ ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლისა და შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავიცვათ ის მოთხოვნები, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს," - განაცხადა ჩიქოვანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა