ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ გეგმაზე, როგორ ჩატარდება წელს ეროვნული გამოცდები ისე, რომ ის აბიტურიენტების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს.

ხათუნა ზახაშვილმა „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით გამართულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეკომენდაცია ექნება ეროვნული გამოცდების პერიოდისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს განათლების სამინისტროსთვის და რეკომენდებულია თუ არა აბიტურიენტების ერთ, დახურულ სივრცეში რამდენიმე საათი მოთავსება.

„ამ მხრივ ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან, გვაქვს მათთან ერთად მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, უფრო მეტად როგორ იქნებიან ის ადამიანები დაცულები, რომლებიც გამოცდების ჩასაბარებლად მივლენ. მართლაც, აბიტურიენტებს ამ პერიოდში, მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა ჩვენ ქვეყანაში, მართლაც უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის, უმრავლეს მათგანს უჩვეულო გარემოში მოუწევს სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის, თუ დღესასწაულის აღნიშნვა, შეიძლება ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში და მე თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ გამოცდებზე და ვუსურვებ, მათ მიიღონ ის სასურველი შედეგი, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ. ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის 3-4-საათიანი გამოცდა, რომელზეც აბიტურიენტებს მუშაობა უწევთ, მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს. შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“, - განაცხადა ზახაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა