ამირან გამყრელიძე - ერთიან ბაზაში 2-3 კვირაში იქნება ზუსტი ინფორმაცია, რამდენი სწრაფი ტესტი ჩატარდა, რამდენს ჰქონდა დადებითი და რამდენს უარყოფითი პასუხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შექმნილია ერთიანი ბაზა, სადაც ყველა ლაბორატორია და კლინიკა ვალდებულია, რომ შეიტანოს კორონავირუსის ტესტირებებთან დაკავშირებული მონაცემები.

ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ ეს ბაზა ორი-სამი კვირის განმავლობაში სრულად შეივსება და ზუსტი სტატისტიკა გვექნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ადამიანს ჩაუტარდა საერთო ჯამში ტესტირება, რამდენ პაციენტს დაუფიქსირდა დადებითი პასუხი, რამდენს უარყოფითი და ა.შ.

„შექმნილია ერთიანი ლაბორატორიული ბაზა, სადაც ყველა ლაბორატორია ვალდებულია, რომ შეიტანოს PCR ტესტების პასუხები, უარყოფითი თუ დადებითი. სწრაფ ტესტებს თვითონ კლინიკები ატარებენ და აუცილებელია, რომ მათაც შეიტანონ ამ ბაზაში მონაცემები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბაზა ორი-სამი კვირის განმავლობაში სრულად იქნება შევსებული და გექნებათ ზუსტი სტატისტიკა. ხოლო PCR ტესტების სტატისტიკა ყოველდღიურად ჩვენ ვებ-გვერდზე ქვეყნდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა