ისრაელი ტურიზმის განახლებას 3 მაისიდან გეგმავს

ისრაელი ტურიზმის განახლებას აპირებს. ასეთი გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურის ბენიამინ ნეთანიაჰუს თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე მიიღეს.

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 3 მაისიდან ქვეყანა კვლავაც დაიწყებს სტუმრების მიღებას ისეთ დაწესებულებებში, როგორებიცაა მცირე კოტეჯები და სასტუმროები, რომლებსაც ცალკე შესასვლელიანი ნომრები გააჩნია.

მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავდება სპეციალური სტანდარტი - „იისფერი ნიშანი“, რომელიც დაადასტურებს სასტუმროს ექსპლუატაციის შესაძლებლობას პანდემიის პერიოდში.

მთავრობის განცხადებით, შემდგომი ნაბიჯები ტურისტულ სფეროში მოღვაწეობასთან დაკაშირებით, დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

არსებული მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით 202 ადამიანი გარდაიცვალა, 6796 ადამიანი გამოჯანმრთელდა, მთლიანობაში კი კორონავირუსი 15 466 ადამიანს დაუდასტურდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა