ამირან გამყრელიძე - შიდა მსჯელობა გვაქვს, რომ კარანტინიდან გამოსვლის წინ ადამიანებს PCR ტექნოლოგიებით ტესტირება ჩავუტაროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ადამიანებს, კარანტინის დასრულებამდე PCR ტექნოლოგიებით ტესტირება ჩაუტარდეთ.

მისი თქმით,ტესტირების გაფართოება და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა, არის იმის გარანტია, რომ ქვეყანაში ინფექცია იყოს კონტროლირებადი.

"გვაქვს გეგმა, როდესაც, ვთქვათ, 1500 -ზე ავალთ, ვინ უნდა ჩაერთოს კიდევ ამ კვლევაში. მივაქცევთ უფრო მეტად ყურადღებას კარანტინში მყოფებს. შიდა მსჯელობა გვაქვს, რომ კარანტინიდან გამოსვლის წინ ადამიანებს ასევე ჩავუტაროთ PCR ტექნოლოგიებით ტესტირება. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე დიდი რაოდენობით სამედიცინო პერსონალი, ინფიცირებულებთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანები გამოვიკვლიეთ და ეს კიდევ უფრო გაფართოვდება, იმიტომ რომ ერთი მხრივ, ტესტირების გაფართოება და მეორე მხრივ, ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა, არის იმის გარანტია, რომ ჩვენთან ინფექცია იყოს კონტროლირებადი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა