ფოთში 25 ადამიანის ტესტირების შედეგს ელოდებიან, რომელთა უმრავლესობა სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელია

ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში 25 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,გამოსაკვლევი პირების უმრავლესობა სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები არიან. კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

„ლუგარის ლაბორატორიაში 25 ადამიანის ანალიზი გავგზავნეთ. აქედან ორი "ცხელების კლინიკის" პაციენტია, ერთი ჰოსპიტალის თანამშრომელი, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის. პასუხები სავარაუდოდ, ხვალ იქნება.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინი ერთ ადამიანს მოეხსნა და დარჩა ორი, რომლებსაც ხვალ ეწურებათ ამ რეჟიმის ვადა. თვითიზოლაციაში ისევ 56 მძღოლი რჩება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა