ალექსანდრე თვალჭრელიძე - მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კომპანიები თავის აქტივებს ჩინეთის ხელისუფლებას არ დაუთმობენ

ნავთობის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს „შევრონის“ მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში თავისი წილის უნგრული კომპანიისთვის გაყიდვასა და საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირებაზე, ასევე COVID-19-ის პანდემიის გამო საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა. მეტიც, გამოითქვა აზრი, რომ მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდებოდა.

ახლა სერიოზულად საუბრობენ იმაზე, რომ ჩინეთში მოღვაწე ამერიკული და ევროპული კომპანიები ჩინეთს დატოვებენ, მაგრამ ამის პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის მძვინვარების ფონზე ამ კომპანიების ფასი დაეცა და მათი უმრავლესობა ჩინეთის სახელმწიფომ შეიძინა.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია მტკიცებები, რომ ჩინეთს ამერიკული, ევროპული და იაპონური კომპანიები დატოვებენ?

და თუ მართლაც ასე მოხდა, რა ცვლილებებია მოსალოდნელი მსოფლიო ეკონომიკაში და როგორ აისახება ეს პროცესი მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე?

- რამდენიმე მიზეზის გამო, საერთაშორისო კომპანიებს იმის ფუფუნება არა აქვთ, რომ მთლიანად ჩინეთი დატოვონ. პირველი, ასეთი კომპანიების ქარხნების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ჩინეთშია აშენებული.

მაგალითისთვის თუნდაც ლუქსემბურგული კომპანია ArcelorMittal შეგვიძლია მოვიყვანოთ. ის ფოლადის ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში. მოგეხსენებათ, ლუქსემბურგში არც რკინის მადნების საბადოები და არც მეტალურგიული ქარხნებია და ამ კომპანიის ძირითადი აქტივები სწორედ ჩინეთშია განთავსებული.

იგივე შეიძლება ითქვას კაჟმიწისა და ალუმინიუმის და ნებისმიერი სხვა ნედლეულის გადამამუშავებელ კომპანიებზე. ასე რომ, მათი ჩინეთიდან წასვლა მათი გაკოტრების ტოლფასი იქნება.

რასაკვირველია, ასეთი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კომპანიები თავის აქტივებს ჩინეთის ხელისუფლებას არ დაუთმობენ, ხოლო ამ ქვეყნის მთავრობა ამ აქტივებს ვერ შეიძენს, ვინაიდან ახლაც, პანდემიის პირობებში, ამ კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია ჩინეთის მშპ-ზე უფრო დიდია. ჩინეთი, ასე ვთქვათ, მესამე ეშელონის კომპანიებს თუ შეიძენს.

მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კომპანიები თავის აქტივებს ჩინეთის ხელისუფლებას არ დაუთმობენ, ხოლო ამ ქვეყნის მთავრობა ამ აქტივებს ვერ შეიძენს, ვინაიდან ეხლაც, პანდემიის პირობებში, ამ კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია ჩინეთის მშპ-ზე უფრო დიდია. ჩინეთი, ასე ვთქვათ, მესამე ეშელონის კომპანიებს თუ შეიძენს

მეორე მიზეზი უფრო ზოგადი ხასიათისაა. ამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩინეთში მნიშვნელოვნად განვითარდა კაპიტალური ბაზარი. საკმარისია იმის თქმაც, რომ დღეს დალიანის სანედლეულო და შანჰაის ფიუჩერსული ბირჟები ფიუჩერსული კონტრაქტების ოდენობითა და მოცულობით ხისტ კონკურენციას ნიუ-იორკის სასაქონლო და ინტერკონტინენტურ ბირჟებსაც უწევენ, ხოლო მათ საწყობებში შენახული სტრატეგიული ნედლეულის - ოქრო, სპილენძი, ტყვია, თუთია და ა.შ. რეზერვები ლონდონის მეტალთა ბირჟის რეზერვებს სამჯერ აღემატება.

ამიტომ ის კომპანიები, რომლებიც ჩინეთის კაპიტალურ ბაზარს დატოვებენ, მყისიერად ლიკვიდურობას დაკარგავენ და მათი აქციების ღირებულება ზვავისებურად ჩამოიშლება.

ის კომპანიები, რომლებიც ჩინეთის კაპიტალურ ბაზარს დატოვებენ, მყისიერად ლიკვიდურობას დაკარგავენ და მათი აქციების ღირებულება ზვავისებურად ჩამოიშლება

მესამე მიზეზი კიდევ უფრო პრაგმატულია. ჩინეთი ნედლეულის ყველაზე დიდი მომხმარებელია მსოფლიოში და საერთაშორისო კომპანიებისთვის ბუნებრივ ბაზარს წარმოადგენს. დასავლურ კომპანიებს არა აქვთ იმის ფუფუნება, რომ ეს ბაზარი მიატოვონ - მათ ადგილს მყისიერად რუსული კომპანიები დაიკავებენ.

პარადოქსულია, მაგრამ თუ პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის წინააღმდეგ ხისტ ზომებს მიმართა, მაშინ ამით ამერიკის კაპიტალურ ბაზარს ჩამოშლის. ჩინეთის სასაქონლო, სანედლეულო და ფიუჩერსული ბირჟები დიდი სიამოვნებით ტრადიციული ამერიკული კაპიტალური ბაზრის ადგილს დაეუფლებიან.

ერთადერთი, რაც ჩინეთში რეგისტრირებულმა კომპანიებმა შეიძლება მოიმოქმედონ, ეს მათი შტაბ-ბინების სხვა ქვეყანაში გადატანაა ჩინეთში ძირითადი აქტივების შენარჩუნების პარალელურად. ამ თვალსაზრისით დროული იყო ქალბატონი ნათია თურნავას შეთავაზება, რომ საქართველოს კარი საერთაშორისო კომპანიებისთვის ღიაა.

ერთადერთი, რაც ჩინეთში რეგისტრირებულმა კომპანიებმა შეიძლება მოიმოქმედონ, ეს მათი შტაბ-ბინების სხვა ქვეყანაში გადატანაა ჩინეთში ძირითადი აქტივების შენარჩუნების პარალელურად. ამ თვალსაზრისით დროული იყო ქალბატონი ნათია თურნავას შეთავაზება, რომ საქართველოს კარი საერთაშორისო კომპანიებისთვის ღიაა

- პანდემია ეკონომიკის ყველა სფეროს შეეხო, მაგრამ ყველაზე საგრძნობლად იგი ნავთობის წარმოებასა და ტურიზს შეეხო. ნავთობზე ფასის ვარდნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს გარემოება მტკივნეული აღმოჩნდა რუსეთისთვის, რომლის ბიუჯეტი საგრძნობლადაა დამოკიდებული ენერგომატარებლების იმპორტზე.

ამ თვალსაზრისით საინტერესო გახლდათ ოპეკსა და რუსეთს, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის მოლაპარაკებები, შემდგომ მათი გადახედვა. პუტინთან დაპირისპირებული რუსი ექსპერტების მტკიცებით, ნავთობის ფასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის ქმედებები აშშ-ს პენტაგონის რეჟისურით განხორციელდა.

თქვენი დაკვირვებით რა ხდება ნავთობის ბაზარზე? რა გავლენა იქონია ნაბთობზე ფასის ვარდნამ რუსეთზე და სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ნავბთობის ბაზარზე?

- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად რამდენიმე გარემოება უნდა გავითვალისწინოთ. ჯერ ერთი, ვინაიდან ნავთობის, ისევე, როგორც სხვა ნედლეულის ფასი აშშ დოლარებში კოტირდება, ამერიკას ქმედითი ინსტრუმენტი გააჩნია ნავთობის ფასების გასაკონტროლებლად. ეს აშშ-ს დოლარის გაცვლითი კურსია.

მეორე მხრივ, თუმცა საუდის არაბეთის კომპანია Saudi Aramco, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნავთობის მწარმოებელი და ექსპორტიორია, ფორმალურად ეროვნული კომპანიაა, სინამდვილეში მასში უზარმაზარია ამერიკული კაპიტალის წილი, ხოლო ტექნოლოგია მთლიანად ამერიკულია. აშშ-ს დახმარების გარეშე ის ვერც ოფშორულ ნავთობს მოიპოვებს და ვერც თავის ტანკერულ ფლოტს აამუშავებს.

გარდა ამისა, საუდის არაბეთის ეროვნული ტანკერული კომპანიის Bahri ტანკერების ჯამური ტვირთამწეობა მხოლოდ 15.5 მილიონი დადვეით-ტონაა და საუდის არაბეთი ბერძნული, ბრიტანული, კანადური და ბელგიური ტანკერული კომპანიების გარეშე თავისი ნავთობის ექსპორტს ვერ განახორციელებენ.

მესამეც, მეგეხსენებათ, წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია და დონალდ ტრამპს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ რუსეთს ხელი შეუწყოს.

ბრძანეთ, რომ რუსეთის ბიუჯეტი საგრძნობლადაა დამოკიდებული ენერგომატარებლების ექსპორტზე. მე ამ საკითხს პროფესიულად ვსწავლობ და დარწმუნებით შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე. შემოსავლებში გაზის ექსპორტის წილი ოთხჯერ ნაკლებია.

რუსეთის ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ნავთობის ექსპორტზე. შემოსავლებში გაზის ექსპორტის წილი ოთხჯერ ნაკლებია

ეს გარემოება სსრკ-ს დასაშლელად პირველად წარმატებით რონალდ რეიგანმა გამოიყენა და მის ქმედებებს სამეცნიერო ლიტერატურაში „ნავთობის ახალი პოლიტიკური ეკონომია“ დაერქვა. უკვე „დამოუკიდებელი“ რუსეთის წინააღმდეგ იგივე ინსტრუმენტები ჯერ ჯორჯ ბუშმა და შემდეგ ბარაქ ობამამაც გამოიყენეს, რითაც რუსული რუბლის უპრეცედენტო დევალვირება გამოიწვიეს. ახლა ჯერი დონალდ ტრამპზე მიდგა.

ოღონდ აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი თავის ქმედებებში, როგორც ყოველთვის, იმპულსური გამოდგა. მან ვერ გაითვალისწინა, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე მოთხოვნილება ნავთობზე ისედაც საგრძნობლად შემცირდა და რუსეთის დასასჯელად გამოყენებული ინსტრუმენტების ზეგავლენით ფიუჩერსული კონტრაქტების უარყოფითი ღირებულება დაფიქსირდა.

მერწმუნეთ, აშშ-ს ფიუჩერსული ვაჭრობის ეროვნული კომისია შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, კონტრაქტები ისევ მინიმალურად რენტაბელურ დონეს დაუბრუნდება, ოღონდ ისეთ დონეს, რომელიც დაახლოებით რუსეთის ნავთობის თვითღირებულების ტოლი იქნება.

აშშ- ფიუჩერსული ვაჭრობის ეროვნული კომისია შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს, კონტრაქტები ისევ მინიმალურად რენტაბელურ დონეს დაუბრუნდება, ოღონდ ისეთ დონეს, რომელიც დაახლოებით რუსეთის ნავთობის თვითღირებულების ტოლი იქნება

- კორონავირუსის საფრთხემ გადაფარა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აქამდე „შევრონის“ 9-%-იანი წილის უნგრული კომპანიისათვის მიყიდვა. მიუხედავად იმისა, რომ უნგრულ კომპანიას წლების წინ აშშ უჭერდა მხარს, ახლა არ გამორიცხავენ, რომ ამ საქმეში რუსებიც მონაწილეობდნენ.

თუ მართლაც ასეა, შიდა პრობლემების მიუხედავად მოსკოვს აშკარად არ აქვს უარი ნათქვამი სამხრეთ კავკასიაში ნავთობის ტრანსპორტირებაში მონაწილეობაზე. მეტიც, გვახსოვს, ბაქოსა და მოსკოვს შორის თბილისის გვერდის ავლით თბილისი-ყარსის რკინიგზით რუსული ტვირთების გადაზიდვის შესახებ გაფორმებული შეთანხმება.

თქვენ აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს „შევრონის“ მიერ უნგრულ კომპანიისათვის ბაქო - თბილისი -ჯეიჰანის ნავთობსადენის წილის მიყიდვა? სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს იგი საქართველოს გავლით აზერბაიჯანული ნავბთობის ტრანსპორტირებაზე?

- რატომ გვეშინია ასე რუსეთის? შეშინებული კაცი ხომ ყოველთვის დამარცხებულია. მერწმუნეთ, ეს გარიგება, რომელიც ფორმალურად ჯერ არ არის დასრულებული და როგორ დასრულდება, არავინ იცის, ვერავითარ გავლებას ვერ იქონიებს.

დღეს BTC კონსორციუმის ოფიციალური აქციონერები არიან - BP, დიდი ბრიტანეთი - 30,1%; AzBTC, აზერბაიჯანი - 25,0%; Chevron, აშშ - 8,9%; Equinor (ყოფილი Statoil), ნორვეგია - 8,71%; TPAO, თურქეთი - 6,53%; Eni, იტალია - 5,0%; Total, საფრანგეთი - 5,0%; ITOCHU, იაპონია - 3,4%; INPEX, იაპონია - 2,5%; ExxonMobil, აშშ - 2,5% და ONGC, ინდოეთი, 2,36%.

ასეთ მულტიეროვნულ კორპორაციაში, რომც გასხვისდეს Chevron-ის წილი, 8,9% აქციების მფლობელს თუ ექნება დირექტორთა საბჭოში ხმის უფლება, ჯერაც საკითხავია.

რუსეთის „მცოცავი ექსპანსია“ კი შედეგს ვერ გამოიღებს. მან ხომ ყაზახეთშიც დაკარგა გავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტები, ვერ მოიპოვა რა წილი ყაჩაღანის კონსორციუმში და დათანხმდა რა Lukoil-ი თენგიზის კონსორციუმში მხოლოდ 5%-იან წილზე.

რუსეთისმცოცავი ექსპანსიაკი შედეგს ვერ გამოიღებს. მან ხომ ყაზახეთშიც დაკარგა გავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტები, ვერ მოიპოვა რა წილი ყაჩაღანის კონსორციუმში და დათანხმდა რა Lukoil- თენგიზის კონსორციუმში მხოლოდ 5%-იან წილზე

- გასულ კვირას, როცა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იმავდროულად მთავრობამ პანდემიით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმამ საზოგადოებასა და ექსპერტთა ნაწილში აზრთა სერიოზული სხვადასხვაობა გამოიწვია.

ვხედავთ, რომ ისეთი ქვეყნები, რომლბიც ჩვენზე გაცილებით მნიშვნელოვნად დაზარალდნენ პანდემიის გამო, საკმაოდ გაბედულ ნაბიჯებს დგამენ შეზღუდვების მოსახსნელად და ეკონომიკის ასამუშავებლად.

თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული ანტიკრიზისული გეგმის სოციალურ პაკეტში და ეკონომიკის მხარადჭერისა და ეკონომიკური პრობლემების დაძლევის პაკეტებში რა კორექტივებს შეიტანდით?

- მე სავსებით ვეთანხმები ბატონ ლადო პაპავას, რომ მხოლოდ პრეზენტაციის დონეზე, კონკრეტულად მთავრობის მიერ შემოთავაზებული პროექტის სიღრმისეული ანალიზის გარეშე, სერიოზული დასკვნების გაკეთება არაპროფესიულია. შესაძლებელია მხოლოდ შთაბეჭდილების გაზიარება, რომელიც მცადარიც შეიძლება აღმოჩნდეს.

ჩემი აზრით, სხვა მთავრობებისგან განსხვავებით, ბოლოს და ბოლოს ეს სამთავრობო ადმინისტრაცია მაინც მიხვდა, რომ ეროვნული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება და ასეთ გაცნობიერებას, როგორი ცინიკურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ზუსტად კორონავირუსის პანდემიამ შეუწყო ხელი.

სხვა მთავრობებისგან განსხვავებით, ბოლოს და ბოლოს ეს სამთავრობო ადმინისტრაცია მაინც მიხვდა, რომ ეროვნული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება და ასეთ გაცნობიერებას, როგორი ცინიკურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ზუსტად კორონავირუსის პანდემიამ შეუწყო ხელი

რუსების მიერ „პრივატიზებული“ რომაელი კომედიოგრაფის პლავტის გამონათქვამის თანახმად, „საკუთარი პერანგი სხეულთან უფრო ახლოსაა“ და პანდემიამ თითქმის ყველა ქვეყანაში ეროვნული ეგოიზმისთვის დამახასიათებელი აშკარა ნიშნები გამოავლინა.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ, მაგალითად, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე იმუქრებოდა, რომ ევროკავშირს დაშლიდა, თუკი შესაბამის ფინანსურ დახმარებას არ მიიღებდა და დადუმდა მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი დახმარების მყარი გარანტიები მიიღო.

ჩვენც ასეთი გარანტიები მივიღეთ, მაგრამ ისიც გავიაზრეთ, რომ ჩვენ ქვეყანას ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ. ამიტომ ჩემთვის ყველაზე უფრო საგულისხმოა ბატონი გახარიას სიტყვები, როცა მან ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშეწყობის მზაობა გამოუცხადა და გადასცა პროდუქციის სია, რომელიც საქართველოში უნდა დამზადდეს. კარგა მაგალითია პირბადეების მრეწველობის უსწრაფესი განვითარება, როცა მათი იმპორტი სათანადო რაოდენობით ვეღარ შევძელით.

ჩემი აზრით, საყოფაცხოვრებო პროდუქციის 80% მაინც უნდა იწარმოებოდეს საქართველოში და ეს მრეწველობები ადგილობრივ რესურსებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამას კი სტრუქტურული რეფორმები ჭირდება.

საყოფაცხოვრებო პროდუქციის 80% მაინც უნდა იწარმოებოდეს საქართველოში და ეს მრეწველობები ადგილობრივ რესურსებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამას კი სტრუქტურული რეფორმები ჭირდება

- ანტიკრიზისულ გეგმაზე მსჯელობისას დამკვირვებელთა ნაწილი გამოთქვამს აზრს, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ფულის დარიგება კარგია, მაგრამ გაბედული ეკონომიკური სტრუქტურული ცვლილებების და საბიუჯეტო ორგანიზაციების მკვეთრი ხარჯების შემცირების გარეშე წარმოუდგენელია.

მეტიც, თუ საზღვარგარეთ მსხვილი კომპანიები თითქმის ზუსტად ასახელებენ ზარალის ოდენობას, ჩვენ ისიც არ ვიცით, რა ზარალი მიაყენა პანდემიამ ქართულ ეკონომიკას და მთლიანად ქვეყანას.

ოპოზიციის აზრით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა აშკარად უფრო პოპულისტურია, ვინაიდან მიმართულია ამომრჩევლის გულისმოგებაზე, მაგრამ ეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს ეკონომიკას.

ოპოზიციისვე მტკიცებით, ხელისუფლებამ ანტიკრიზისულ-ანტიპანდემიური გეგმა თავისი ხელისუფლების გამყარებასა და შემოდგომისთვის დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს მოარგო.

თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ექსპერტთა ნაწილისა და ოპოზიციის ბრალდებები?

- გთხოვთ, გაიხსენეთ საქართველოს ძირითადი ლოზუნგი, რომელიც მის ღერბზეა ასახული - „ძალა ერთობაშია“. გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან და ექსტრაორდინარულ, კრიზისულ სიტუაციაში ჩვენ ყველანი პანდემიის დაძლევაში ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, ზოგ სამინისტროში ან სხვა სამთავრობო ორგანიზაციაში დაუღალავი შრომით, ზოგი საავადმყოფოში ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად და გამოსაჯანმრთელებლად თავგანწირული ბრძოლით, ზოგი ლუგარის ლაბორატორიაში ეპიდემიის გროსმაისტერული მართვით, ზოგი მასმედიაში ახალი ამბების 24-საათიან რეჟიმში გაშუქებით და ზოგი კი სახლში დარჩენით და რეკომენდაციების პედანტური შესრულებით.

ახლა კრიტიკის დრო არ არის. ახლა სტრუქტურული ცვლილებების დრო არ არის. ახლა გაბედული ნაბიჯების დროა, რომელთაც შეიძლება ასპროცენტიანი ეფექტურობა აკლდეს, მაგრამ რომლებიც, რაც მთავარია, თანმიმდევრულია. კრიტიკის დროც მოვა, სტრუქტურული ცვლილებების დროც მოვა. მთავარია, კრიტიკა იყოს სამართლიანი და სტრუქტურული ცვლილებები - პროფესიული და გამართლებული.

ახლა კრიტიკის დრო არ არის. ახლა სტრუქტურული ცვლილებების დრო არ არის. ახლა გაბედული ნაბიჯების დროა, რომელთაც შეიძლება ასპროცენტიანი ეფექტურობა აკლდეს, მაგრამ რომლებიც, რაც მთავარია, თანმიმდევრულია. კრიტიკის დროც მოვა, სტრუქტურული ცვლილებების დროც მოვა. მთავარია, კრიტიკა იყოს სამართლიანი და სტრუქტურული ცვლილებები - პროფესიული და გამართლებული

თორემ შეიძლება ისეთ ცვლილებებს შევუწყოთ ხელი, რომლებიც საერთოდ აგურ-აგურ ნაშენებ სახელმწიფოებრიობას ჩამოგვინგრევს. მაგალითად, თუ ყოველთვიურად ყოველი ოჯახი 1200-ლარიანი ვაუჩერით დავაჯილდოეთ, როგორც ამას "ლეიბორისტები" ღაღადებენ. თვითონაც კარგად იციან, რომ ამას 10 ჩვენნაირი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ გაწვდება.

პანდემიის დაწყების პირველ დღეებში მიამიტურად მჯეროდა, რომ პოლიტიკური ბრძოლა მეორე პლანზე გადავიდოდა; ნურას უკაცრავად. პირველი შოკიდან გამოსულ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს კრიტიკის დემიურგი დაეუფლა.

მათ კარგად იციან, როგორ მართონ ეპიდემია და ზერელე და ზედაპირულ მოთხოვნებს საერთაშორისო დონის პროფესიონალებს უყენებენ, თუმცა, როგორც ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ისევე ერკვევიან მედიცინასა და ეპიდემიოლოგიაში, როგორც თუთიყუში პრეფერანსში.

პანდემიის დაწყების პირველ დღეებში მიამიტურად მჯეროდა, რომ პოლიტიკური ბრძოლა მეორე პლანზე გადავიდოდა; ნურას უკაცრავად. პირველი შოკიდან გამოსულ ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს კრიტიკის დემიურგი დაეუფლა

მათ კარგად იციან, როგორ გააცამტვერონ სახელმწიფო ბიუჯეტი პოპულისტური ქმედებებით, თუმცა ეკონომიკაში ვერ ერკვევიან და ანტიკრიზისულ პროგრამაზე ზუსტად ისეთივე წარმოდგენა აქვთ, როგორც მე.

მათ კარგად იციან სამედიცინო პროტოკოლებში რომელი მედიკამენტი უნდა გამოიყენონ და რომელი არა და მოყავთ აშშ-ს მაგალითი. თუმცა, აშშ-ში დასრულებულ შემთხვევებში სიკვდილაინობა 32%-ია, ჩვენთან კი 4%-ზე ნაკლები.

ოპოზიციის ერთი ნაწილის ქმედებები მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება. მინდა, რომ ეს არა მარტო საქართველოს მოსახლეობამ, არამედ თვით რადიკალურმა ოპოზიციამაც შეიგნოს.

ოპოზიციის ერთი ნაწილის ქმედებები მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურება. მინდა, რომ ეს არა მარტო საქართველოს მოსახლეობამ, არამედ თვით რადიკალურმა ოპოზიციამაც შეიგნოს

ამიტომ ჩემ პროფესიულ მოსაზრებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასა და აუცილებელ სისტემურ რეფორმაზე 8 ივნისის შემდეგ მოგახსენებთ, როცა, იმედია, ღია სივრცეში კაფეები და რესტორნები გაიხსნება და ეპიდემიის პიკი ჩაივლის.

- დამკვირვებელთა ნაწილის აზრით, პანდემიამდე ხელისუფლება ისე მყარად და ყოჩაღად ვერ გამოიყურებოდა როგორც ახლა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას მოქმედებისათვის სრული კარტ-ბლანში აქვს, ახლა ბევრი რამ მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტურად იმოქმედებს მთავრობა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

პრემიერი გიორგი გახარია პოსტკრიზულ პერიოდში მთავრობის ეკონომიკურ გეგმებზე საუბარს მოგვიანებით დაგვპირდა. საუბრის დასაწყისში თქვენ ისაუბრეთ ჩინეთიდან კომპანიების გამოსვლაზე, მაგრამ ამ მიმართულებით აპირებს თუ არა ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, ჯერ უცნობია.

რამდენად გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ პოსტკრიზისულ ეტაპზე ხელისუფლება იქნება ეფექტური, მათ შორის საქართველოში წარმატებული კომპანიების მოწვევის თვალსააზრისით?

- ერთი რამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ. გიორგი გახარია ორატორი არ არის, მისი ლაპარაკი ანკარა ნაკადულივით არ ჟღურტულებს. გიორგი გახარია ქარიზმატიული პიროვნება არ არის, იგი, როგორც მესახება, ხისტი და მტკიცე ნებისყოფის მენეჯერია, რომელსაც თავის თავზე პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია. ზუსტად ასეთი ადამიანია საჭირო კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში.

გიორგი გახარია ორივე ფეხით დგას რეალურ ნიადაგზე და ამიტომ მას პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების გეგმა არ გაუწერია. ჯერ ხომ დედამიწის ზურგზე არავინ არ იცის, როდის დასრულდება პანდემია, როდის გაიხსნება საზღვრები, როდის ამოქმედდება ნორმალური ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ჩვენ არ ვიცით, რა ნიშნულამდე დავა კრიზისი და საიდან მოგვიწევს თავის დაღწევა. ეხლა ეკონომიკური გეგმის წარდგენა სუფთა პოპულიზმი იქნება, საითკენაც, სხვათა შორის, გვიბიძგებს ოპოზიცია.

გიორგი გახარია ორივე ფეხით დგას რეალურ ნიადაგზე და ამიტომ მას პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების გეგმა არ გაუწერია

საქართველოში საერთაშორისო კომპანიების შტაბ-ბინების დაფუძნების შესახებ ჩემი მოსაზრება კი საუბრის დასაწყისში გამოვთქვი.

სხვათა შორის, ასეთი მცდელობა ერთხელ უკვე იყო და ინიციატივა ევროპის ქვეყნების ლიდერებიდან გაჟღერდა. სხვა დროს ამ უშედეგო მცდელობის შესახებ დეტალურად შემიძლია მოგიყვეთ. მთავარია, მეორე მცდელობაც უშედეგო არ გამოდგეს.

- შიდა პოლიტიკაზე საუბარი სრული აშკარად ვერ იქნება თუ არ შევეხებით შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებასა და ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობას.

წლის დასაწყისში თქვენ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადეთ - „პარადოქსულია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება არავითარ ახალ პროექტს არ გვთავაზობს, ოპოზიციიდან კი ერთადერთი ლოზუნგი ისმის - „ძირს ივანიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წელია, იანვარში გამოთქმული თქვენი აზრი ახლაც აქტუალურია. მეტიც, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იანვარში გაქვთ ნათქვამი. როგორ შეაფასებდით პანდემიის ფონზე ერთი მხრივ შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას და მეორე მხრივ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობას?

- არა, ყველაფერი ისევ ისე არ არის. იანვარში ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეპიდემიას თავს ავარიდებდით. ეხლა მმართველ გუნდს პოლემიკისთვის არ ცალია, იგი თავის მოვალეობას ასრულებს და ცდილობს ნაკლები დანაკარგებით კორონავირუსი დაამარცხოს.

კორონავირუსის დამარცხება და შემდეგ პროფესიული, კარგად გათვლილი ეკონომიკური გეგმის წარდგენა საუკეთესო საარჩევნო პროგრამა იქნება.

სხვათა შორის, ქართველი კაცი ბრძენია და მთავრობის საქმიანობას კარგად ხედავს. ხედავს რადიკალურ ოპოზიციას, რომელსაც საარჩევნო სლოგანად ისევ მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯის ხავსმოკიდებული ლანძღვა აქვს არჩეული. პოპულიზმის დრო, იმედია, წარსულს ჩაბარდა. შემოგვთავაზეთ რამე პოზიტიური და ეგებ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, უკვე პოზიციონირებული ამომრჩევლის გარდა, ხმა მოგცეთ.

პოპულიზმის დრო, იმედია, წარსულს ჩაბარდა. შემოგვთავაზეთ რამე პოზიტიური და ეგებ, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა, უკვე პოზიციონირებული ამომრჩევლის გარდა, ხმა მოგცეთ

ჩვენ კი, უბრალო მოქალაქეებს, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება გვსურს, სხვა არაფერი.

- საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრეზიდენტად სავარაუდო დანიშვნას ჩვენს შიდა პოლიტიკაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, თქვენი აზრით, როგორ აისახება უკრაინაში სააკაშვილის გავიცეპრემიერება, საქართველოს შიდა პოლიტიკაზე და მეორე მხრივ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე?

- ჩვენმა პრემიერ მინისტრმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემთხვევაში საქართველო, სულ მცირე, ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიწვევს და მე ასეთ ქმედებებს მივესალმები.

ვურჩევ რადას დეპუტატებს დაფიქრდნენ თავიანთი ქმედებების ტაქტიკურ და სტრატეგიულ შედეგებზე. შიდა პოლიტიკაში კი ვითარება ძირფესვიანად არ შეიცვლება. როგორც იყო საზოგადოება ორ ფრთად გახლეჩილი, ასეთივედ დარჩება

ბოლოს და ბოლოს გვეყოფა შეურაცხყოფების მოთმენა, ბოლოს და ბოლოს საკმარისია ჩვენი ქვეყნის აბუჩად აგდება. ასეთი ქმედებებით უკრაინა დაკარგავს თავის სტრატეგიულ პარტნიორს. ეს კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

ვურჩევ რადას დეპუტატებს დაფიქრდნენ თავიანთი ქმედებების ტაქტიკურ და სტრატეგიულ შედეგებზე. შიდა პოლიტიკაში კი ვითარება ძირფესვიანად არ შეიცვლება. როგორც იყო საზოგადოება ორ ფრთად გახლეჩილი, ასეთივედ დარჩება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა