პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის  დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პოლიციამ, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მოქალაქე დააჯარიმა.

მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 45 მოქალაქე დააჯარიმეს.

„პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის