მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უკან გაიწვია. ამის შესახებ უკრაინული მედიაგამოცემები ცენზორ.ნეტის მთავარი რედაქტორზე, იური ბუტუსოვზე დაყრდნობით წერს.

„სააკაშვილის დანიშვნის ხმამაღალი ამბავი ჩუმი შედეგით დასრულდა. მისი დანიშვნა დაბლოკილია და გაურკვეველია საერთოდ შედგება თუ არა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ფრაქცია „ხალხის მსახურმა“ შეძლო დაახლოებით 140-170 დეპუტატის ხმის მოგროვება 248 დეპუტატს შორის. საკმარისი ხმები არ არის, ამიტომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გადაწყვიტა საჯაროდ მხარი არ დაუჭიროს მიხეილ სააკაშვილს. იმისთვის, რომ სააკაშვილს შეეგროვებინა 226 ხმა, „მსახურების“ 190-200-ი წარმომადგენლის მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა“, - წერს უკრაინული პორტალის ცენზორ.ნეტის მთავარი რედაქტორი, იური ბუტუსოვი „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულს კრიტიკა მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავს ნაბიჯს საქართველოს მხრიდან შესაბამისი რეაქცია მოჰყვება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი უკრაინის „ვერხოვნა რადას" სპიკერს, დმიტრო რაზუმკოვს წერილით მიმართა. როგორც წერილშია ნათქვამი, სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას მთავრობებს შორის და ერთობლივ ძალისხმევას.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია