თორნიკე შარაშენიძე - უკრაინაში ვიღაც ოლიგარქებს არ მოეწონათ მიშა, მოახდინეს გავლენა პარლამენტის უმრავლესობაზე და ამიტომაც დაიბლოკა მისი კანდიდატურა

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა უკრაინაში კონკრეტულმა ოლიგარქებმა დაბლოკეს.

შარაშენიძე უკრაინული მედიის ინფორმაციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ უკრაინის უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი გაიწვიეს და როგორც მიიჩნევს, აღნიშნულზე საქართველოს ხელისუფლების უარყოფით პოზიციას გავლენა არ უნდა მოეხდინა.

„უკრაინის შიდა პოლიტიკური ამბავია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, რა განცხადებას გააკეთებს კობახიძე თუ თალაკვაძე, მათთვის აბსოლუტურად მეათეხარისხოვანია, რადგან უკრაინა საქართველოზე არანაირად დამოკიდებული არ არის და არ ეშინია. მეორეც, რაც „ოცნებაა“ ხელისუფლებაში, ურთიერთობები საკმაოდ გაციებულია, რადგან „ოცნების“ ხელისუფლება ერიდებოდა მჭიდრო ურთიერთობას და შესაბამისად, არანაირად არ გრძნობენ ისინი თავს დავალებულად საქართველოს მთავრობისგან.

შიდა პოლიტიკურ ძალთა ბალანსით შეიძლება იყოს ეს განპირობებული. დეტალურად არ ვიცი, უკრაინის შიდა პოლიტიკა გაცილებით უფრო რთულია. ვიღაც ოლიგარქებს არ მოეწონათ მიშა, მოახდინეს გავლენა პარლამენტის უმრავლესობაზე და ამიტომაც დაიბლოკა ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მისი კანდიდატურა. სააკაშვილი ისეთი ფიგურაა, მარტივად არ მოეშვება და ოდესღაც გამოიჩენს თავს ალბათ,“- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი რადადან მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევა მოხდა. ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე ჯერ არ დადასტურებულა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია