ფოთში 23 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 23 სამედიცინო პერსონალს და ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ორივე პაციანტი ბავშვია და ისინი ,,ცხელების კლინიკაში“ რესპირატორული სიმპტომებით გუშინ შეიყვანეს.

ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მედპერსონალის იმ ნაწილს, რომელსაც შეხება აქვს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებთან, 14 დღეში ერთხელ „კოვიდ-19“-ზე კვლევა ჩაუტარდება.

„გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 25 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ. აქედან ორი ,,ცხელების კლინიკის“ პაციენტია: 11წლის მოზარდი ხობიდან და წლის და ოთხი თვის ბავშვი, ერთი ჰოსპიტალის თანამშრომელია, დანარჩენები კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის. საბედნიეროდ ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. ხვალ კი, ჩვენ ველოდებით 17 პირის ანალიზის პასუხებს“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა